ნათელაშვილი: “ვინც ახლა პენსიის გაზრდას დაგპირდებათ, ურტყით დიდი ჯოხით სანამ სული შერჩენიათ”

“ვინც დაგპირდებათ ახლა პენსიის გაზრდას აიღეთ დიდი ჯოხი და იმდენი ურტყით, სანამ სული შერჩენიათ, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აცხადებს. მისი თქმით, დაწესდება მე-13 პენსია , რომელსაც პენსიონერი დაბადების დღეზე მიიღებს.

“ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზეოთ საპენსიო ასაკი მამაკაცებისათვის 60 წელი, ქალბატონებისთვის 55 წელი, დაწესდება მე-13-ე პენსია, თუ შეიძლება რომ იყოს მეცამეტე ხელფასი, მეცამეტე ჯიპი, მეცამეტე კაბინეტი, მეცამეტე პარტია ამ გახრწნილი პოლიტიკური ელიტისთვის, რატომ არ უნდა იყოს მეცამეტე პენსია? მეცამეტე პენსიას მიიღებს დაბადების დღეზე რომ ტორტი გაჭრას და დაალოციოს თავი ოჯახის წევრებს, 13-ე პენსიისთვის საჭირო 138 მილიონ ლარის ივანიშვილისგან და კალაძისგან გადამალული თანხებიდან ამოვიღებ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...