ნათელაშვილი: ივანიშვილი წავიდა სახელმწიფო გადატრიალებაზე! ერთადერთი გეგმა ეროვნული წინააღმდეგობაა!

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ივანიშვილი წავიდა სახელმწიფო გადატრიალებაზე, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს. თვალის ჩინით მიღწეული გამარჯვება, 20 ივნისის ღამეს მოპოვებული, რის თაობაზეც მთელი მსოფლიო საქმის კურსშია, ფეხქვეშ გათელა. აი ამ ღორის მსგავს სამუდამო დამშვიდობება იყო ეს და ოლიგაქრქიის გაყვანა პოლიტიკიდან. ხალხის შემოყვანა პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ბიზნესში, რითიც ქვეყანა უნდა გადაქცეულიყო ქვეყნად.

5 საათზე ოპოზიცია იკრიბება და სამოქმედო იქნება ერთადერთი ეროვნული მასობრივი წინააღმდეგობა ქუჩაში, რამაც შედეგად ამ ხელისუფლების მიწისა და პირისაგან აღგვა უნდა გამოიწვიოს. არჩევნებზე აღარ არის საუბარი, საუბარია დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...