ნათელაშვილი: ივანიშვილი პოლიტიკაში შემოპარულია, შემომძვრალი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასელის მიერ წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის სანქციების დარეგისტრირებას გამოეხმაურა. ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოპარულია ოლიგარქი თავისი ბანკირებით.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგებთან დიდი ხანია მუშაობენ იმაზე, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ფორმატში მოექცნენ.

“დიდი ხანია ვმუშაობთ ამერიკელ მეგობრებთან იმის თაობაზე, რომ პოლიტიკაში შემოპარული, შემომძვრალი ოლიგარქი თავისი ბანკირებით, რომლებმაც კაპიტალი იშოვეს კრიმინალური მეთოდებით და იგივეს აგრძელებენ ახლა ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, მოექცნენ საერთაშორისო სანქციების ფორმატში. ჩვენ უკანონოდ და არმად ნაშოვნ მთელ მილიარდებს ივანიშვილს დავაკარგინებთ და მოვაქცევთ მათ ქართველი ხალხის განკარგულებაში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...