ნათელაშვილი: კვირიკაშვილმა მარტო ერთ ოპერაციაში 750 მილიონი გაარტყა

“მარტო ერთ ოპერაციაში 750 მილიონი გაარტყა კვირიკაშვილმა, გრიგოლეთი-ფოთის მონაკვეთის გზა არ აააშენა. შემოიყვანეს დონბასიდან რაღაც სეპარატისტული ფირმა, რომელმაც ეს ფული მოხსნა, გადასცა ამ დამნაშავე პირებს და გაიქცნენ” – განაცხადა რეიბოლისტული პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა გიორგი გაბუნიასთან.

“ამ ყველაფრის შემდეგ, ახლა, თვითონ ეს ბატონი კვირიკაშვილი გამხდარა იბიარდის, ჯაჭვლიანის საყვარელი იბიარდის კონსულტანტი, ალბათ ასწავლის მსოფლიო საზოგადოებას, როგორ მოიპარონ მილიონი და მილიარდი. და ივანიშვილმა კიდევ მთელი ქვეყანა გაიფორმა თავის თავზე” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

Comments
Loading...