ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე: არაა გამორიცხული სხვა პირების დაკავებაც

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის დაკავება მოხდა შსს-ს მიერ ხორვას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შსს-ს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, აღნიშნულ პიროვნებას პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს.

“რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არცერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას, ამის შესახებ არერთხელ ვთქვით და ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი.

კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ რა მტკიცებულების მოპოვებას შეძლებს გამოძიება. მტკიცებეულებების მოპოვება გრძელდება, როგორც კი შეგვექმნა საკამრისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით ერთი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ, თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არაა.

სხვა ბრალდებებით დაკავებას ჭირდება მტკიცებულებები. დარწმუნებული ვარ ეს ადამიანებიც კარგად აცნობიერებენ ამას. ბრალდების წარდგენას ჭირდება შესაბამისი სტანდარტი, როცა შეიკრიბა შესაბამისი მტკიცბულება, მოხდა დაკავება”-განაცხადა მეზვრიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მ.კ-ს მიმართულებით, შეიძლება მოხდეს თუ არა მკვლელობის თანამონაწილეობის ნაწილთან მიმართებაში დაიწყოს გამოძიება, მეზვრიშვილი ამბობს, რომ მტკიცებულების არსებობის პირობებში ნებისმიერი მუხლით ბრალდების წარდგენა იქნება შესაძლებელი.

 

Comments
Loading...