ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა, რომლის ფოტოც გავრცელდა, ამდროისთვის სტაბილურია
ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა, რომლის ფოტოც გავრცელდა, ამდროისთვის სტაბილურია. ბავშვი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაციით დაშავებულია 5 მოზარდი. ამათგან, ერთი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული, სამი იაშვილის კლინიკაში, და ერთ დაშავებულს კიდევ წუთიწუთზე იაშვილის კლინიკაში შემოიყვანენ. “სამი აქ არის, მეოთხე გადმოყავს, ორს მსუბუქი ჭრილობები აქვს, რომელიც დამუშავდა, მესამე აქვს ქალის ტრანვა -თუმცა კონტაქტურია – არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეოთხე ბავშვს წუთუწუთზე შემოიყვანენ,”-განაცხადა სერგეენკომ.
შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდნენ. შეგახსენებთ, დღეს, დიდ დიღომში, 9 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 5 ბავშვი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.