ნანტერის უნივერსიტეტი მაკრონს გამარჯვებას ულოცავს და სტუდენტობისდროინდელ ფოტოებს აქვეყნებს

საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს, რომელიც თავისი მოვალეობების შესრულებას კვირას შეუდგა, არა მხოლოდ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა აქვს წარმატებით დასრულებული, არამედ ის პარიზის ნანტერის უნივერსიტეტშიც სწავლობდა ფილოსოფიას 1999-2001 წლებში და თან საკმაოდ წარმატებით. სწავლის დროს ის იყო ფილოსოფოს პოლ რიკოერის თანაშემწე.

ნანტერის უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და მის კურსდამთავრებულს გამარჯვება მიულოცა. მათი განცხადებით ემანუელ მაკრონი შეუერთდა იმ წარმატებული ადამიანების სიას, რომლებმაც ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს, მათ შორისაა ნიკოლა სარკოზი, დომინიკ სტრაუს-კანი, კრისტინ ლეგარდი, ოლივიე ბესანსნო და დანიელ კონ-ბენდი, რომელიც 1968 წლის სტუდენტურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა.

„ემანუელ მაკრონი იყო ნანტერის უნივერსიტეტის სტუდენტი. ის სწავლობდა ფილოსოფიას და ქონდა ბრწყინვალე შედეგი!“- წერია უნივერსიტეტის ტვიტერზე, რომელსაც თან ახლავს ემანუელ მაკრონის სტუდენტობისდროინდელი ფოტოები.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...