ნანუკა ჟორჟოლიანი – მე არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით უარყოფს ინფორმაციას, რომ მან წონაში გასახდომი მედიკამენტების დახმარებით დაიკლო.

„წავშალე ლინკი. მირჩიეს და სწორია. მე უფრო ვაპიარებ მათ.

მოკლედ, მეგობრებო, მე არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია. არასოდეს. მარკეტინგული ხრიკია ის რაც საიტებზე გავრცელდა. არ დაუჯეროთ არავის. და არ იყიდოთ გაურკვეველი “გასახდომი” წამლები.

ჯანსაღი და სწორი კვება, ძილი, ვარჯიში. თუ კონსულტანტი დაგჭირდებათ Eka Sokhadze-ს მიმართეთ.

არანაირი მედიკამენტი! იცოდეთ გატყუებენ“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

როგორც ცნობილია, ტელეწამყვანის ამგვარი განცხადების მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ბმული გახდა, რომლის მიხედვითაც ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ გახდომა მან რუსული წარმოების მედიკამენტით შეძლო.

Comments
Loading...