“ნაციონალების” აქციამ ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ გადაინაცვლა

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია რუსთაველის მოედნიდან პუშკინის სკვერის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართება. “პოლიტიკური ფაროსანა”, “შენ შრომობ სხვები იპარავებ,” აღნიშნული ტრანსფარანტებით არიან მოსული აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

Comments
Loading...