ნაცისტების დაკარგული მიწისქვეშა „ქალაქი“ იპოვეს

ფოტოგრაფმა სოლვეიგ გროტემ ნაცისტების უზარმაზარი მიწისქვეშა ბუნკერის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ნიდერლანდების ძველ სოფელ სჰვენინგთან მდებარეობდა. ამჟამად ეს ადგილი ჰააგის გარეუბანია და კურორტად მიიჩნევა.

ბუნკერი ნიდერლანდების ყოფილი რაიხკომისრის არტურ ზეის-ინკვარტის ინიციატივით გაშენდა და ის 3.3 ათასამდე ნაცისტ სამხედროს იტევდა. არქეოლოგების თქმით, „ქალაქი“ ტყვეებმა გააშენეს.

ამჟამად ნაცისტური „ქალაქის“ ნაწილი მუზეუმია და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია.

ადოლფ ჰიტლერის არმია ნიდერლანდებში 1940 წლის 10 მაის შეიჭრა და 5 დგეში ქვეყანამ კაპიტულაცია გამოაცხადა. სახელმწიფო 1945 წლის 5 მაის გათავისუფლდა.

https://t.co/Opj1cPzhws

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...