ნახეთ, რა დასახელდა სიმსივნის ერთ-ერთ მიზეზად

ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ პაროდონტოზმა და პაროდონტიტმა სიმსივნის ნებისმიერ ფორმამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რისკის ჯგუფში შედიან ქალები მენოპაუზის დროს, თუნდაც არამწეველები იყვნენ. ამ კვლევის შესახებ EurekAlert-ზე წერენ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კბილის გარშემო არსებული ნაზი ქსოვილების დაავადება სიმსივნის მიზეზი ხდება – მაგალითად საყლაპავი მილის, პირის ღრუს, ან ძუძუსი. მეცნიერებმა 54-დან 86 წლამდე 65 ათასი ქალის მდგომარეობა გამოიკვლიეს, რომლებსაც პაროდონტიტი ჰქონდათ და შეაფასეს, რამდენად ხშირი იყო მათში სიმსივნური დაავადებები. 2013 წლის შემდეგ 7 000-ზე მეტი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.

წყარო: imedinews.ge

Comments
Loading...