„ნელა, ზვიადი!“ – უცნაური საგზაო ნიშანი ქუთაისში
„ნელა, ზვიადი!“, – აღნიშნული საგზაო ნიშანი ქუთაისში დგას. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ავანგარდის დასახლებაში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ადგილობრივებმა აღნიშნული საგზაო ნიშანი მეზობელს დაუდგეს.