ნიკა გვარამია: ერთადერთხელ გვყავდა სააკაშვილი და ჯოჯოხეთი მოვუწყვეთ

ჟურნალ “სარკეს“ “მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალიდან.

ჟურნალისტი, რუსუდან ადვაძე: – თქვენი არხის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიჩნეულია ნაციონალების არხად, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ 2020 წელს ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლაზე იმუშაოს.

ნიკა გვარამია: – რა შეატყვეთ? ერთადერთხელ გვყავდა სააკაშვილი და ჯოჯოხეთი მოვუწყვეთ. “ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო“ მოგვწონს და ამას არ ვმალავთ. ჩვენ პროდასავლური პარტიების მხარდამჭერები ვართ და ჩვენს ეთერში ყველა პროდასავლურ პარტიაა წარმოდგენილი. მათ დავეხმარებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გავუშვათ. ამ ამოცანას ნამდვილად არ ვმალავთ.

“ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ყველაზე დიდია და ამიტომაც გეჩვენებათ ასე. მიშა სააკაშვილი რომ ეთერშია, ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სწორია ნაბიჯია, რადგან ის არის ქართული პოლიტიკის მსხვილი მოთამაშე და რატომ არ უნდა იყოს ეთერში, არ მესმის. ეს სრულად ადეკვატური საქციელია ჩვენი მხრიდან. ჩვენი მაყურებელის ძალიან დიდ ნაწილს მისი აზრი აინტერესებს და რატომ უნდა დავაკმაყოფილით მათი ეს ინტერესი?!

რუსუდან ადვაძე: პირადად თქვენი ფავორიტიც ხომ არის?

ნიკა გვარამია:_ ჩემო მეგობარია და მიმაჩნია ყველაზე მსხვილ და წარმატებულ ქართველ პოლიტიკოსად. ასევე ძალიან მესიმპათიურებიან “რესპუბლიკელებიც“, რომლებიც ახლა ახალი სუნთქვაა და ძალიან საინტერესო ხალხია. გაერთიანებული ოპოზიციაც მომწონს და ევროპული საქართველო. ვნახოთ, ახლები რას იზამენ – მამუკა ხაზარაძე, აგერ ანა დოლიძე გამოჩნდა.

რუსუდან ადვაძე: სააკაშვილის განცხადებამ თქვენს პირდაპირ ეთერში ეთერში, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ბოკერიამ და მისმა თანამოაზრებმა კი ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდანო, თქვენც კი შოკში ჩაგაგდოთ, როგორ აფასებთ ამ განცხადებას?

ნიკა გვარამია: დიახ, ნამდვილად მოულოდნელი იყო, არც ველოდი და არ მომეწონა. იქვე განვაცხადე, რომ ეს არ მომეწონა. ძალიან არ მომწონს პერსონალური რელიგიური საკითხების განხილვა.“

წყარო: ჟურნალი “სარკე“.

Comments
Loading...