ნიკა გვარამია: რუსეთის მოქალაქე ბოკოვი,რამზან კადიროვის დაკვეთით,გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა

ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოს კონტტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი. ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში. 1982 წლის 21 დეკემბერს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრანის სამართალდამცველების მხრიდან, ის გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზარ კადიროვის დაკვეთით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Comments
Loading...