ნიკა მელია: “როგორც მე თმები არ ამომივა, ისე “ოცნებას” არაფერი ეშველება”

“აი, ახლა როგორც მე თმები არ ამომივა, ისე ამათ (“ქართულ ოცნებას”) არაფერი აღარ ეშველება”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “იბერიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

“გადაწყვეტილი ამბავია ხალხო, რა… აი, ახლა როგორც მე თმები არ ამომივა, ისე ამათ (“ქართულ ოცნებას”) არაფერი აღარ ეშველება. მოდი, სიმართლე ვთქვათ, ამათმა დაკარგეს მთავარი, მორალური უპირატესობა საზოგადოების წინაშე. ეს ზამბარა იმდენად არის დაჭიმული, მე ამაზე ვღელავ რომ მტკივნეულად არ მოხვდეს ამ ხელისუფლებას. აუცილებლად მოუწევს ხელისუფლების ყველა კორუმპირებულ მაღალჩინოსანს, მუქარაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ 2 კალმისტარს მოითხოვენ ერთდროულად. პირველები იქნებიან, ვინც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ამაზე რიგი დადგება. თუ გნებავთ შეინახეთ ამ ინტერვიუს ბოლო ნაწილი და მერე ამოვიღოთ”, – განაცხადა  მელიამ.

Comments
Loading...