ნიკა მელია: ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო

“მთავარი ბრძოლა ხელისუფლებამ უკვე წააგო”,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში, ჟურნალისტებს განუცხადა.

“ორი საჩივარია შეტანილი სააპელაციო სასამართლოში. ერთი დაცვის მხარის მიერ, რომლითაც საჩივრდება ის შეზღუდვა, რომელიც მე დამიწესდა. ეს შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის პარლამენტის რეგლამენტთან. მეორეს მხრივ, პროკურატურა ასაჩივრებს იმ აღკვეთის ღონისძიების სახეს, რომელიც მე შემეფარდა და უნდათ კვლავ პატიმრობა.

მე ვფიქრობ მთავარი ბრძოლა ხელისუფლებამ უკვე წააგო. ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება ან დამარცხება. პოლიტიკურად ეს ხელისუფლება დამარცხდება, ოღონდ ჩემთან არა, არამედ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც აპროტესტებს ამ უმსგავსოებას“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს.

Comments
Loading...