ნიუ-იორკის ტრანსპორტის სააგენტო COVID19-ის გასანადგურებლად ულტრაიისფერი დასხივების საპილოტე პროგრამას გაუშვებს

ნიუ-იორკის საზოგადოებრივ ტრანზიტზე პასუხისმგებელმა სააგენტომ გამოაცხადა საპილოტე პროგრამა ულტრაიისფერი მსუბუქი ნათურების გამოყენებით, რათა Covid-19-ის ვირუსი განადგურდეს ავტობუსებსა და მატარებლებზე,ასევე სადგურებზე.

მეტროპოლიტენის სატრანსპორტო ორგანომ განაცხადა, რომ იქითა კვირის სამშაბათს ღამით ის გამოიყენებს “150-იან ორმაგი დასხივების მქონე მობილურ მოწყობილობას”. მოწყობილობა ეკუთვნის დენვერში დაფუძნებულ სტარტაპს PURO Lighting, რომელმაც დაადგინა UVC მსუბუქი ტექნოლოგიის ეფექტურობა, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

UVC, რომელიც ულტრაიისფერი სპექტრის შუქის სამი ტიპიდან ერთ-ერთია, Covid-19-ის განადგურება შეუძლია და ყველაზე ძლიერია ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგოდ, თქვა PURO Lighting-მა. სტარტაპი აღნიშნავს, რომ მათ ნათურებს ასევე აქვს UVA და UVB, სრული სპექტრის დეზინფექციისთვის.

პირველი ეტაპი სავარაუდოდ, მეტროსადგურებსა და ავტობუსებზე ,ასევე სატრანზიტო ობიექტებზე განხორციელდება, მომდევნო კვირის დასაწყისში, განაცხადა მეტროპოლიტენის სატრანსპორტო ორგანომ. წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე გაფართოვდება ლონგ აილენდის სარკინიგზო გზისა და მეტრო-ჩრდილოეთის სარკინიგზო მაგისტრალების მატარებლების ჩათვლით. ორივე სარკინიგზო მაგისტრალი ემსახურება ნიუ-იორკის ქალაქის გარეუბნებს.

ნათურები მეტროში ღამით იქნება გამოყენებული, როდესაც სადგურები ჩაკეტილი იქნება, ისევე როგორც სატრანზიტო ავტობუსებში, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ისინი არ იმუშავებენ.

მანამდე კი ამერიკელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზის სხივები და ტენიანობა კორონავირუსს ყველაზე სწრაფად კლავს

Comments
Loading...