ნიუ-იორკში მომიტინგეებმა Rolex-ის მაღაზიიდან 2,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საათები გაიტანეს

New York Post-ის ცნობით, ნიუ იორკში, სოჰოს რაიონში, Rolex-ის მაღაზიიდან საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა 2,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მაჯის საათები გაიტანეს.

ეს არის ყაჩაღობა, რომელიც მოხდა ორშაბათს ღამით. ინტერნეტში გავრცელდა ყაჩაღობის ამსახველი ვიდეო. მასზე ჩანს, რომ ბრბო შევარდა შენობაში. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ისინი გამორბიან მაღაზიიდან პოლიციის მისვლამდე და ახერხებენ მიმალვას.

ამავდროულად, გაზეთი ციტირებს კომპანიის წარმომადგენლის სიტყვებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ყაჩაღებს იქიდან არაფერი წაუღიათ: “საათები წინასწარ ამოვიღეთ ვიტრინებიდან, შედეგად, მოხდა ის, რომ უბრალოდ დალეწილია შუშები და განადგურებულია მრიცხველები”.

ნიუ-იორკში, საპროტესტო მოძრაობების შედეგად ასევე დაზიანდა Bloomsdale-ის უნივერმაღი, Chanel, Dolce & Gabbana-ს ბუტიკები და სხვა პრესტიჟული ბრენდების შენობები. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში კომენდანტის საათია დაწესებული, მანჰეტენზე გრძელდება ძარცვა, მათ შორის სოჰოში, მედისონ ავენიუსა და Times Square-ზე. ზოგი მათგანი დააპატიმრეს, ზოგმა კი გაქცევა და მიმავლა მოასწრო.

მსგავსი ინციდენტები მოხდა ქალაქის სხვა რაიონებში. ბრონქსში მაღაზიის ძარცვის ადგილზემისული პოლიციელი ავტომობილმა გაიტანა და შემდეგ მძღოლი მანქანიანად მიიმალა.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

Comments
Loading...