ნობელის პრემია ლიტერატურაში იშიგურო კაძუოს ერგო

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი იშიგურო კაძუო გახდა.

შვედეთის აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ “იშიგუროს რომანებმა, თავისი დიდი ემოციური ძალით, გახსნა ის უფსკრული, რომელიც მსოფლიოსთან ჩვენი ილუზორული კავშირის ქვეშ არსებობს”.

ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში არ აქვს ნომინანტების ღია სია, ამიტომ, პრემიის მინიჭებისას დიდი ყურადღება ეთმობა ბუკმეკერების ფსონებს.

წელს, ბუკმეკერების ფავორიტი სია კი ასე გამოიყურება: პირველი ადგილი კენიელმა მწერალმა ნგუგი ვა თიონგომ დაიკავა, მეორე ადგილზეა იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი. აგრეთვე მაღალი შეფასება დაიმსახურა მარგარეტ ეტვუდის წიგნმა “მხევლის წიგნი”.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გადაიცემა. გასულ წელს პრემიის ლაურეატი ამერიკელი პოეტი და მუსიკოსი ბობდ ილანი გახდა. 2015 წელს კი პრემია ბელარუს მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს გადაეცა, რომელიც, ნობელის პრემიის მთელი ისტორიის განმავლობაში მე-14 ქალი ლაურეატი გახდა.

Comments
Loading...