ნობელის პრემიის ლაურეატს რასისტული განცხადების გამო, საპატიო წოდება ჩამოერთვა

1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატსა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, ამერიკელ მეცნიერს ჯეიმს უოტსონს საპატიო წოდება მის მიერ რასისა და ინტელექტის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ჩამოერთვა, იუწყება BBC –ი.

როგორც გამოცემა წერს,  ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სატელევიზიო პროგრამაში მეცნიერმა განაცხადა, რომ თითქოს გენი კავკასიელებისა და ფერადკანიანი რასის IQ- ს შორის სხვაობაზე გავლენას ახდენს.

ლაბორატორიაში, რომელსაც მანამდე ჯეიმს უოტსონი ხელმძღვანელობდა, 90 წლის მეცნიერის სიტყვებს დაუსაბუთებელი უწოდეს.

ამჟამად, მეცნიერი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც ავტოავარიის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

ანალოგიური განცხადება მეცნიერმა 2007 წელსაც გააკეთა, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოიხადა.

“სოციალური პოლიტიკა ეფუძნება იმ აზრს, რომ მათი ინტელექტი ჩვენსას (კავკასიელებს)შეესაბამება, ხოლო ტესტები აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის”, – აღნიშნა მეცნიერმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ამერიკელი მეცნიერი ლაბორატორიიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ბოდიშის მოხდის შემდეგ საპატიო წოდება შეინარჩუნა.

Comments
Loading...