ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც მელაძემ გადაცემა “რეაქცია” -ში განაცხადა, ის სუს-ში გიორგი გაბუნიას საქმის გამო დაიბარეს.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც შაბათს “ტვპირველმა” მოამაზდა.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება,სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე , თუმცაკონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

Comments
Loading...