ნორვეგიაში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი შეხვდა რუსულ დაზვერვას და მას საიდუმლო ინფორმაცია გადასცა.

ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურმა (PST) დააკავა ეჭვმიტანილი რუსეთის ჯაშუშობაში.საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომელს, ნორვეგიის მოქალაქეს, ბრალად ედება რუსულ სადაზვერვო სამსახურთან შეხვედრა და მისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა.

მამაკაცი დააკავეს 15 აგვისტოს, ოსლოს ერთ-ერთ რესტორანში.

PST-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და “ტვიტერზე” განაცხადა,რომ აღნიშნული პირის მიერ გაცემული ინფორმაცია,შესაძლოა,იყოს საფრთხის შემცველი ნორვეგიის ეროვნული ინტერესებისათვის.

 

რამდენიმე ნორვეგიული მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულს წინასწარი 4 კვირიანი პატიმრობა შეეფარდა.

Comments
Loading...