ნოტრ-დამის ორღანის რესტავრაცია დაიწყო

დაიწყო ნოტრ-დამის ორღანის რესტავრაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Europe 1

პარიზის  ღვთისმშობლის ტაძრის, ხანძარსგადარჩენილი ორღანი ჯერ დაიშლება,ხოლო შემდგომ გაიწმინდება. ინსტრუმენტი,რომელიც 8 ათასი მილისა და 115 რეგისტრისაგან შედგება, ხანძრის შედეგად მტვრით დაიფარა და დასველდა მისი გარკვეული ნაწილები. ორღანს ნოტრ-დამის ხმას უწოდებენ.

ინსტრუმენტის დაშლას დაახლოებით 5 თვე დასჭირდება,თუმცა ჯერჯერობით უცნობია,თუ ვინ შეასრულებს ამ სამუშაოს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ორღანის გასუფთავებისა და რესტავრაციისათვის ტენდერი გამოაცხადა.სამუშაო 2024 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ,რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი 2019 წლის 15 აპრილის ღამეს გაუჩნდა და ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა.

Comments
Loading...