“ნუ დააბრუნებ მწამებლებს” – ზუგდიდში ახალაია, კოდუა, ქარდავასა და უბირიას გამოსახულებით პლაკატები გამოჩნდა

ზუგდიდის ქუჩებში  დღეს დილიდან პლაკატები გამოჩნდა, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალი რანგის ყოფილი ჩინოვნიკებია გამოსახული, წარწერით :“ნუ დააბრუნებ მწამებლებს”, “ვა ღოლა” (არ ქნა).

ფოტოზე გამოსახულები არიან როლანდ ახალაია, რომელსაც 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე.

კოხტა კოდუა, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, იგი ე.წ კასრების საქმეშია ბრალდებული.

მეგიზ ქარდავა, მრავალ საქმეში ბრალდებული, მათ შორის ე.წ ციხის ბუნტის.

თემურ უბირია ე.წ კსტილებიანი მამაკაცი, რომელიც კასრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელსაც გამოძიება წამებისა და სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებს.

 

Comments
Loading...