ობამამ ტრამპი დემოკრატიის მტრად გამოაცხადა

"აშშ-ის პრეზიდენტი-დონალდ ტრამპი დემოკრატიის მტერია და მზადაა,გაანადგუროს ის ამერიკაში"-განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა,ბარაკ ობამამ,აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვირტუალურ კონგრესზე. ინფორმაციას ავრცელებს The New York Times.

”ამ ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ მზად არის გაანადგუროს ჩვენი დემოკრატია, თუკი იგი მოგებას მოითხოვს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ის”-თქვა ობამამ.

საერთო ჯამში, ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა 19 წუთიან გამოსვლაში სიტყვა “დემოკრატია” 18-ჯერ გამოიყენა და განაცხადა,რომ ტრამპი არ ცდილობს საკუთარ თავზე ამაღლებას,რათა იყო ნამდვილი პრეზიდენტი და ,რომ ის მხოლოდ პირად და სხვა მდიდარ პირთა ინტერესებზე ზრუნავს და ამით დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანგრევს.

ამის საფუძველზე ობამამ მოუწოდა ამომრჩევლებს, ხმა მისცენ ტრამპის მოწინააღმდეგეს, დემოკრატ ჯო ბაიდენს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი და SSRS- ის თანახმად, გამოკითხულთა 50 პროცენტი მზად არის დემოკრატებს მისცეს ხმა. ტრამპმა და მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა პოტენციურ ამომრჩეველთა ხმების 46 პროცენტი მიიღეს.

Comments
Loading...