ობამა ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბაიდენს მხარდაჭერას უცხადებს. ინფორმაციას ავრცელებს Reuters

ბოლო წლების განმავლობაში,ამერიკის ყოფილი ლიდერი,მიუხედავად იმისა,რომ ის და მისი მეუღლე დღემდე ყველაზე პოპულარული წევრები არიან დემოკრატიული პარტიისა,ამჯობინებდა,რომ არ ჩარეულიყო შიდაპარტიულ საქმეში და არცერთი კანდიდატის მიმართ აკეთებდა სასარგებლო განცხადებებს.

ღია მხარდაჭერა ბაიდენისადმი გამოთქვა მხოლოს მას შემდეგ,რაც ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა.

თავის მხრივ,ბაიდენი მუდამ აღნიშნავდა იმას,რომ მისი საქმიანობა ობამას მიერ აღებული გეზის გაგრძელებაა.

Comments
Loading...