ოდესაში შაურმით 40 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 10 ბავშვია

ოდესის ოლქ ავანგარდში შაურმით მოწამლულების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა, მათ შორის კი 10 ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 მოწამლული პირის გამოკვლევების შედეგად, ლაბორატორიულად დადგინდა, რომ მათ Salmonella enteritidis აქვთ.

მომხდარტან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის და მასობრივი მოწამვლის სანიტარული წესებისა და ნორმების დარღვევის მუხლით.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შაურმით მოწამვლის შედეგად, ოდესის საავადმყოფოში 31 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა შორის 8 ბავშვია 17 წლამდე. მათთვის დასმული წინასწარი დიაგნოზი კი გასტროენტეროკოლიტი იყო.

წყარო: ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.