ინდოეთში, ოთხსართულიან შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა – დაღუპულია 27 ადამიანი

დელიში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება, – იუწყება  BBC -ი.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იყო.

როგორც თვითმხილველების ამბობენ, ზოგიერთმა ხანძრისგან თავის დაღწევა ფანჯრიდან გადახტომით სცადა.

ოფისის თანამშრომლების უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ.

Comments
Loading...