ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, “აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”.

ცნობისთვის, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

Comments
Loading...