ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გაიტაცეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ჭვრინისის მკვიდრი -გიორგი ხარაზიშვილი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა იგი საქონელს მწყემსავდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.