ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია თანამდებობის დატოვებას გეგმავს. მისი გაცხადებით, მიზეზი გასულ კვირას მომხდარი ჩხუბია. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

გაბნიას თქმით, მას თავს მამაკაცი დაესხა. როგორც პოლიტიკოსი დასძენს, თავდამსხმელი ამ დრომდე არ დასჯილა.

გაბნიას თქმით, ის “იძულებულია” გადადგეს, რათა “საკუთარი პატივი” დაიცვას.

“მიმაჩნია, რომ თანამდებობიდან გადადგობა აუცილებელია, იმ მიზეზით, რომ მე ვერ დავიცავ უფლებებსა და პატივს, როგორც კანონის ნაწილში, თუნდაც ასეთი მაღალი თანამდებობის გამო. ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ აფხაზეთში მაქვს, რისთვისაც უნდა გადავდგე “, – განაცხადა გაბნიამ.

 

Comments
Loading...