ოკუპირებულ ცხინვალში ელექტროენერგია ხანძრის გამო გათიშეს

ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთი სადგურზე მომხდარი ხანძრის გამო ქალაქში მთლიანად გათიშეს ელექტროენერგია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “დოჟდი”ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ქვესადგურზე ე.წ. შანხაიზე გაჩნდა, სადაც მაღალი ძაბვის ხაზებია გაყვანილი. ამჟამად მეხანძრეები ხანძრის კერების ჩაქრობას ცდილობენ.

25 აგვისტოს ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ, სადაც მიწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ ასევე სასტუმროები და უწყებები, სადაც ტარდებოდა ღონისძიება.

imedinews.ge

Comments
Loading...