ომბუდსმენი: დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობას დროებით წყვეტს

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, რომელმაც ე.წ. გლდანის ციხის საავადმყოფოში “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

“ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ შიმშილობას დროებით წყვეტს. ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი. მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას არ აქვს პროგრესი, უარესდება კიდეც, ეს ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისგან მაქვს. ის მკურნალობა, რაც მას გაეწია, ფაქტია, ვერ აღწევს შესაბამის შედეგს.

მისი მოთხოვნაა, ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. მისი განცხადებით, სხვა დანარჩენი საკითხი ნაკლებად პრიორიტეტულია. ამბობს, რომ მისი პატიმრობის პირობებში ვერ ხერხდება ადეკვატური მკურნალობის გაწევა. საუბარია სასჯელის გადავადებაზეც, რაც მისცემს მას საშუალებას, მიიღოს ეფექტური მკურნალობა, ეს მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიასაც, რაც ვერ მოხერხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ექიმი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არის პარალიზებული.

ამ შეხვედრის შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სახალხო დამცველისგან, რა თქმა უნდა კონკრეტულად, რა ზომებს მივმართავთ. პირადად ჩემი აზრია, რომ მას ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დახმარება და აქ ვერ გაეწევა ასეთი დახმარება. მისი თქმით, ვერც დარეკვას ახერხებს ხოლმე, რადგან იქმნება ტექნიკური პრობლემები. ბევრი იმფორმაცია მივიღე, გავივლი ჩემს წარმომადგენლებთან და შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციას, რის შემდეგაც მექნება კონკრეტული პოზიცია” – სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან.

Comments
Loading...