ონში მაჟორიტარი კანდიდატი “ნაციონალებმა” სიაში ძალით ჩასვეს

ონში, გლოლის თემში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა გუტაშვილმა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატის ლადო ბაღაშვილის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

“არც არასდროს ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრი და მათი მომხრე, მაგრამ მოხდა ისე, რომ გაუგებრობაში მოვყევი. ვუთხარი არ გინდათ, ნუ ჩამსვამ “ნაციონალური მოძრაობის” სიაში – ვერ დავაჯერე მაგ ხალხს. ამიტომ ვაცხადებ, ვემიჯნები “ნაციონალურ მოძრაობას” და მხარს ვუჭერ “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა გელა გუტაშვილმა “აიპრესთან”.

Comments
Loading...