ონში საკარმიდამო ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა, განადგურებულია სახნავ-სათესი სავარგულები

ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადებით, როგორც კი მდინარე რიონში წყლის დონე დაიკლებს, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

მისივივე თქმით, სანამ ხიდის რეაბილიტირება მოხდება, დროებითი გზა გაკეთდება, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევარში მზად იქნება.
“მოსახლეობის საკარმიდანო ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა, ასევე განადგურდა სახნავ-სათესი სავარგულები. უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს ხვალიდან დაითვლის”,-განაცხადა საბანაძემ.

Comments
Loading...