ორთაჭალაში, „თიბისი“ ბანკის ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს

ორთაჭალაში, „თიბისი“ ბანკის ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს, რის შედეგადაც ბანკში მცირე ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობასა და ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას გულისხმობს.

1tv.ge

Comments
Loading...