ორი ადამიანი მანქანაში ჩაიწვა, ოთხი კი, მძიმედ დაშავდა – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

ორი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი მძიმედ დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, სოფელ შიბლიანთათ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა, სამმა ადამიანმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი კი ადგილზე დაიღუპა. მათივე თქმით, დაშავდა მეორე ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანიც.

დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია.

Comments
Loading...