ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა,არიან დაშავებულებიც – უმძიმესი ავარია ბათუმში,ცოტა ხნის წინ მოხდა

ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში,- ინფორმაციას “აჭარაNews-ი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბარცხანის ხიდთან , ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში ტრავმული შოკითა და პოლიტრავმებით გადაიყვანა.

 

Comments
Loading...