ორი გარდაცვლილი და 30-ზე მეტი დაშავებული – სარკინიგზო კატასტროფა იტალიაში

იტალიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპდა,30-ზე მეტი კი მძიმედ  დაშავდა.

როგორც  ადგილობრივი მედია  იუწყება,  ინციდენტი ქალაქ ლოდისთან ახლოს მოხდა.

დაშავებულები  ამ დროისთვის  სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

 

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამდროისთვის  უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

Comments
Loading...