ორი დაშავებული და ერთი გარდაცვლილი -ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით,  სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს “ოპელის” და “ტოიტას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ოპელის” მარკის ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

Comments
Loading...