“ორი დღის წინ ვინახულე, მითხრა: მე ნელ-ნელა ვტოვებ ამ ქვეყანასო…” – როგორ ქმნიდა გია ყანჩელი გენიალურ მუსიკას და რას იხსენებენ მასზე მეგობრები

“მე ვი­ყა­ვი შემ­ქმნე­ლი და თვი­თონ ვი­ყა­ვი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის კრი­ტი­კო­სი” – ამ­ბობ­და გია ყან­ჩე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში… ალ­ბათ, ამი­ტო­მაც იყო ამ დი­დე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დის მუ­სი­კა ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი და გახ­და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს კუთ­ვნი­ლე­ბა, ყვე­ლას გულ­სა და ყურს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იპყრობ­და და იპყრობს…

გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ უამ­რავ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული. AMBEBI.GE მისი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა კომ­პო­ზი­ტორ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი ბევ­რმა არ ისურ­ვა. ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რომ­ლის ფილ­მე­ბი გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია…

ლე­გენ­და­რულ კომ­პო­ზი­ტორ­ზე ჩვენ­თან ასე­ვე ისა­უბ­რა პრო­დი­უ­სერ­მა და რე­ჟი­სორ­მა თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძემ, რო­მე­ლიც გია ყან­ჩე­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ფილ­მის – “სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის” ავ­ტო­რია…

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, ავ­ტო­რი ფილ­მი­სა “სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი”:

“ჩემ­თვის გია ყან­ჩელ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მძი­მეა… უკი­დუ­რე­სი სი­მარ­ტო­ვის გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა… უდი­დე­სი მუ­სი­კო­სი და ადა­მი­ა­ნი ხომ გახ­ლდათ, მაგ­რამ ცალ­კე სიმ­ფო­ნია იყო მისი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან! ის ემ­ზა­დე­ბო­და და ცნო­ბი­ე­რად მი­დი­ო­და… ის მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც თით­ქმის ყო­ველ­დღე ჟღერს ცნო­ბილ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამას მი­აღ­წიო უდი­დეს ტა­ლან­ტთან ერ­თად, უდი­დე­სი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­რე­შე, რი­თაც გია ყან­ჩე­ლი ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ო­და

გია ყან­ჩე­ლი ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სად დიდი პი­როვ­ნე­ბაა, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სა­ზო­მი, მისი მუ­სი­კა კი სწო­რედ ამ პი­როვ­ნუ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. მან სიმ­ფო­ნი­ურ მუ­სი­კა­ში სა­კუ­თა­რი სტი­ლი და ხელ­წე­რა შექ­მნა, რაც დღეს მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის სას­წავ­ლებ­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბა…

თა­ვის მო­ნა­თხრობს, მუ­სი­კას, ხედ­ვას, პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­ტო­ვებ­და, ბოლო წლე­ბი ამის­თვის მუდ­მი­ვად ემ­ზა­დე­ბო­და. დრო და ყოფა მის გარ­შე­მო მრა­ვალ­ნა­ი­რად შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის ყო­ველ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი იყო თა­ვის ხედ­ვებ­ში, ყო­ველ­თვის აღელ­ვებ­და ქვეყ­ნის ბედი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბელ­გი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სულ ამ­ბობ­და, ან­ტვერ­პენ­ში შე­მოქ­მე­დე­ბით მივ­ლი­ნე­ბა­ში ვარო. იქ მუ­შა­ობ­და და ქმნი­და ნა­წარ­მო­ე­ბებს…

ჩვენ­თვის იყო ზურ­გი, მამა, მყა­რი კე­დე­ლი… მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროს, ყო­ველ­თვის გა­მახ­სენ­დე­ბა და ვი­ფიქ­რებ, ის რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და…

– 2016 წელს თქვენ მის შე­სა­ხებ გა­და­ი­ღეთ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი…

– 2015-ში მისი სა­ი­უ­ბი­ლეო წელი იყო, ბერ­ლი­ნის კონ­ცერ­ტჰა­უ­ზი­დან და­ი­წყო და კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თა არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. ტურ­ნეს პა­რა­ლე­ლუ­რად, ვი­ღებ­დი ფილ­მს, რო­მელ­საც მისი ერთ-ერთი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა – “სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი” და­ვარ­ქვი.

მას ჰყავ­და თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უყ­ვარ­და, რო­მელ­თა აზრი ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და და ვფიქ­რობ, სწო­რედ ისი­ნი იყ­ვნენ და არი­ან მისი სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი… მათ­თან ერ­თად გან­ვლო მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე.

ბოლო წლებ­ში მისი შე­მოქ­მე­დე­ბა იყო სა­ო­ცა­რი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. შექ­მნა პრო­ექ­ტი – “წე­რი­ლე­ბი მე­გობ­რებს” 25 პი­ე­სა, რო­მე­ლიც უძ­ვირ­ფა­სეს ადა­მი­ა­ნებს და შე­მოქ­მე­დე­ბით პარტნი­ო­რებს მი­უ­ძღვნა… კი­დევ რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, არ გა­მო­ე­პა­რე­ბო­და არც ერთი უსა­მარ­თლო მოვ­ლე­ნა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და, სათ­ქმელს აუ­ცი­ლებ­ლად ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა ამ­ბობ­და! გარ­და ამი­სა, სა­ო­ცარ თა­ნად­გო­მას უწევ­და ყო­ველ ახალ­გაზ­რდას, ყო­ველ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს.

– მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რა რომ გა­იხ­სე­ნოთ…

– ბო­ლოს 2-3 დღის წინ მო­ვი­ნა­ხუ­ლე, მი­თხრა: თე­ო­ნა, მე ნელ-ნელა ვტო­ვებ ამ ქვე­ყა­ნა­სო… ცნო­ბი­ლია, რომ პა­უ­ზე­ბით სა­უბ­რობ­და და არა­სო­დეს იტყო­და არც ერთ ზედ­მეტ სი­ტყვას, მისი ყო­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა ნა­ფიქ­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ და ასე­თი­ვე აღ­მოჩ­ნდა მისი წას­ვლაც – გა­აზ­რე­ბუ­ლი და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი.

თუ დაკ­ვირ­ვე­ბით მო­ვუს­მენთ მის ნა­წარ­მო­ე­ბებს, ეს ამ­ბე­ბის თხრო­ბაა, მან შეძ­ლო პრო­ზა შე­ექ­მნა მუ­სი­კა­ში… მის­თვი­საც უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი იყო თი­თო­ე­უ­ლი ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლის აღ­მო­ჩე­ნა და გუ­შინ ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძეს ოპე­რის თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტი აცა­ლა და გაფ­რინ­და… და­ე­ლო­და 10 წლის ვუნ­დერ­კინ­დის სას­ცე­ნო ნათ­ლო­ბას და წა­ვი­და… რო­დე­საც სულ პირ­ვე­ლად ცოტ­ნე მო­ის­მი­ნა, უთ­ქვამს – ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი, ასე­თე­ბი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ ან კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად იბა­დე­ბი­ა­ნო…”

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რე­ჟი­სო­რი:

“ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან გია ყან­ჩე­ლის წას­ვლა უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­თვის და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. უდი­დე­სი კომ­პო­ზი­ტო­რი იყო, მისი მუ­სი­კა ჟღერ­და ევ­რო­პის, ამე­რი­კის უდი­დეს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში. ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გახ­ლდათ და ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი…

ჩვენ მჭიდ­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და, მას ეკუთ­ვნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა ჩემი ყვე­ლა ფილ­მის­თვის: “არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა”, “შე­რე­კი­ლე­ბი”, “სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი”, “ცის­ფე­რი მთე­ბი”…

ვრცლად წაიკითხეთ: www.ambebi.ge

Comments
Loading...