პერუში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

პერუში ერთმანეთს ორი სამგზავრო  მატარებელი შეეჯახა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის შეეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მაჩუ-პიქჩუს რაიონში  მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ტურისტებმა, რომელთაც მატარებლის ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს, პროტესტის ნიშნად სარკინიგზო ხაზი გადაკეტეს, რის გამოც, მატარებლის შემადგენლობამ სადგურის დატოვება ვერ შეძლო და მას მეორე რეისით სადგურში შესული მატარებელი შეეჯახა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

 

Comments
Loading...