ორი “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი დედამიწისკენ მიფრინავს

ორი “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი დედამიწისკენ მიფრინავს, ამის შესახებ The Sun წერს. ასტეროიდების სახელებია 2013YD48 და 7482YD48. ერთ-ერთი მათგანი ბიგ-ბენის კოშკის ზომისაა. მეორის ზომა ორჯერ აღემატება Empire State Building-ს.

სავარაუდოდ, პირველი ასტეროიდი ჩვენს პლანეტასთან 11 იანვარს გაივლის 5.6 მილიონი კმ მანძილზე. მეორე 18 იანვარს 0.013 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, რაც NASA-ს შეფასებით, “ახლო მანძილად” ითვლება.

“რუსთავი 2”

Comments
Loading...