“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა (ფოტოები)
გორის მუნიციპალიტეტის სუფელ ძევერასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. 1982 წელს დაბადებული კეჩხუაშვილი არჩილი და 1991 წელს დაბადებული მარიამი პანამარენკო.
“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – აღნიშნავს ერთ-ერთი ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.