“ოცნებამ” მიაღწია იმას, რომ თავისი უსუსურობით 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი”

“ქართულმა ოცნებამ, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი”. – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქობულეთში, პარტია “საქართველოსთვის” ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

“20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, სახელმწიფოში დაიცვა ქვეყანაში წესრიგი. სხვათა შორის ოცნების დღევანდელ “ბოსებს” მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, ქართულმა ოცნებამ, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი და მინდა ,,მივულოცო” ეს ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, როგორ მოახერხეს რომ 20 ივნისს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია – ნუ ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ ქართულ ოცნებას შეეძლო მოეხერხებინა” – განაცხადა გიორგი გახარიამ

Comments
Loading...