“ოცნების” დეპუტატი ავარიაში მოჰყვა – როგორია პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა
“ქართული ოცნების” დეპუტატი, სამველ მანუკიანი, ავტოავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ნინოწმინდა-წალკის გზაზე მოხდა.
პარლამენტის წევრი თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
მანუკიანის ახლობლების თქმით, პარლამენტის დეპუტატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ნიუ პოსტი”