“ქართული ოცნების” ოფისიდან 7 000 ლარამდე თანხის ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 ლის 11 დეკემბერს ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის – 8 დეკემბერს, თბილისში, ქართული ოცნების ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 წაილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქრებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს”,- ნათქვამია  უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...