“ოცნების” საჯარო მოხელეებს ექსპერტიზამ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდასტურა – რამდენიმე მათგანი თანამდებობიდან მიდის

ზუგდიდში “ქართული ოცნების” საჯარო მოხელეები თანამდებობას ტოვებენ – მიზეზი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ნარკოტიკული თრობაზე დადებითი პასუხი ხდება, – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მედიის ცნობით,  შემოწმების შედეგად, რომელიც 1 თვის ინტერვალში საჯარო მოხელეებს ჩაუტარდათ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდასტურდა 10 სოფლის რწმუნებულსა და ზუგდიდის ა(ა)იპ -ის თანამშრომლებს.

ამასთან, როგორც  ირკვევა, ახლა “ქართული ოცნება” რეპუტაციის გადარჩენაზეა ორიენტირებული და საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ნარკოტიკური ნივთიერების მოხმარება დაუდასტურდათ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებების საკუთარი ნებით დაწერას მოსთხოვეს. განცხადებებში “ოცნების” წევრები სამსახურიდან გათავისუფლებაზე სხვადსხვა მიზეზებს ასახელებენ.

Comments
Loading...