“ოცნების” წევრები სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომას არ ესწრებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო, თუმცა მას ამ დრომდე არ ესწრება კომისიაში შემავალი “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატები.

როგორც “ოცნების” წევრები აცხადებენ, ისინი მოგვიანებით შემოუერთდებიან სხდომას.

შეგახსნებთ, “ოცნების” წევრები დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას არც 1-2 სექტემბერს ესწრებოდნენ, რასაც  კომისიის წევრმა გიგა ბოკერიამ ასეთი შეფასება მისცა: “ოცნებას” თუ ჰგონია კომისიის ბოიკოტით დაფარავენ, რომ მოუმზადებლები არიან, ცდებიან.

 

Comments
Loading...