პაატა იმნაძე: თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, იყოს იზოლაციაში, მოერიდონ მას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ოჯახის წევრებს, დამსაქმებლებსა და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს მოუწოდებს, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ.

იმნაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხე კვლავ არსებობს.

“არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს”, – განმარტა პაატა იმნაძემ.

Comments
Loading...